„სირიუსის“ გენერალური მენეჯერი - მამაცაშვილს ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ #1TVSPORT
„სირიუსის“ გენერალური მენეჯერი - მამაცაშვილს ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ #1TVSPORT

შვედეთის უმაღლესი დივიზიონის „სირიუსის“ გენერალურმა მენეჯერმა, ჯონათან ედერსტრომმა კომენტარი გააკეთა „იბერიას“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის, საბა მამაცაშვილის ტრანსფერზე, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.

„საბა მარცხენა მცველია, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ვაკვირდებოდით. მას აქვს თავისი ძლიერი მხარეები შეტევაში, სადაც შთამბეჭდავად აერთიანებს ტექნიკასა და ფიზიკურ ძალას. შეუძლია კარგი გადაცემის შესრულებაც და მოწინააღმდეგის დრიბლინგით ჩამოტოვებაც.

მისი შორეული დარტყმებით გუნდი დიდ უპირატესობას იღებს. დარწმუნებული ვარ, საბას თვისებებს შემოდგომაზე გამოვიყენებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მას მოთმინება და დრო მივცეთ, რათა აკლიმატიზაცაი გაიაროს ახალ ქვეყანასთან და ახალ გუნდს მოერგოს“, – ამბობს „სიურიუსის“ გენერალური მენეჯერი.

თავად საბა მამაცაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა: „ვამაყობ, რომ „სირიუსში“ მოვედი. ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა და ბევრს ვიმუშავებ, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო“.