ბოლნისის „სიონი“ სერგეი ტრეტიაკით გაძლიერდა. 34 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ბოლოს მარტვილის „მერანის“ ღირსებას იცავდა.
ტრეტიაკისთვის განსაკუთრებით წარმატებული გასული სეზონი იყო, როდესაც 21 გოლით მარტვილელთა საუკეთესო გოლეადორი გახდა, ხოლო ბომბარდირთა დავაში მე-2-მე-4 ადგილები გაინაწილა. ტრეტიაკმა „სიონის“ ფორმით უკვე ითამაშა: ეროვნული ლიგის განახლებამდე, ბოლნისელებმა ამხანაგური მატჩი გორის „დილასთან“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართეს.
შეხვედრა 1:0 გორელთა სასარგებლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი „დილას“ ლეგიონერის, გაირა ჯოოფის ანგარიშზეა. „სიონი“ მორიგ ტესტ-მატჩს, ქობულეთის „შუქურასთან“ გამართავს.