ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ბოლნისის “სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება განახლებული შემადგენლობით დაიწყო.
კლუბში რამდენიმე ახალწვეულია: ბოლნისელებმა საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი ლევან ხმალაძე დაიმატეს, რომელიც 2014 წლიდან კვიპროსში გამოდიოდა, ბოლოს კი ”ენოსის ნეონში” ირიცხებოდა.
”სიონის” კარს ეროვნული გორის ”დილას” ყოფილი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი დაიცავს, ხოლო გუნდის დაცვაში გურამ მინდორაშილი ითამაშებს, რომელიც გასულ სეზონში “რუსთავში” გამოდიოდა.
შეტევის ხაზში ბოლნისელებმა ცოტნე სამუშია დაიმატეს, რომელიც ბოლოს “ზუგდიდში” თამაშობდა. თითოეულმა მათგანმა ბოლნისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.