„სიონმა“ „რუსთავი“ პლეი-აუტის ზონაში გადააგდო [ვიდეო]
„სიონმა“ „რუსთავი“ პლეი-აუტის ზონაში გადააგდო [ვიდეო]

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის მატჩები ქვემო ქართლის დერბით დაიწყო, რომელმაც აუტსაიდერთა ზონაში მდგომარეობა შეიცვალა. „მიხეილ მესხი 2“-ზე „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება და დარჩენილ ხუთ ტურში გაირკვევა, ამ გუნდებიდან პლეი-აუტში რომელი მოხვდება. დღევანდელი შეხვედრა კი „სიონმა“ საუკთესოდ ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მე-12 წუთზე ანგარიში ბოლნისელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა. 61-ე წუთზე დათო კირკიტაძემ „სიონის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო დამატებულ დროში (90+3 წუთი) გიორგი დათუნაიშვილმა სტუმართა დიდი ანგარიშით გამარჯვება დააფიქსირა 0:3.

ამ მოგებით „სიონმა“ 31 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზე დაწინაურდა და „რუსთავი“ (30 ქულა) პლეი აუტის ზონაში, მე-8 პოზიციაზე დააქვეითა. ხვალ და ზედ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართება.