სიონმა რომან ჩაჩუა დაიმატა – მადლობა მწვრთნელს, შანსი რთულ პერიოდში მომცა

17:40, 09.04.2019

რომან ჩაჩუა ბოლნისის სიონში ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს – ინფორმაცია სიონის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

22 წლის მცველი თამაშობდა თბილისის დინამო 2-ში, ქობულეთის შუქურაში, გასულ სეზონში სამტრედიაში გამოდიოდა, ბოლოს კი ირანის სეპიდროდ რეშთის შემადგენლობაში ასპარეზობდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

„ჩემი ახალი გუნდი, სიონი მებრძოლი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მთავარ მწვრთნელსაც ვიცნობ და მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან სიონში რთულ პერიოდში მომიყვანა და თავის გამოჩენის შანსი მომცა. იმედია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემი მიზანია, თითოეულ მატჩზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და იმედია, გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანის საშუალება მეც მომეცემა“, – ამბობს ჩაჩუა.

მსგავსი