„სიონმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და გავარდნის ზონას თავი დააღწია #1TVSPORT
„სიონმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და გავარდნის ზონას თავი დააღწია #1TVSPORT

„თამაზ სტეფანია – არენამ“ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის პირველ შეხვედრას უმასპინძლა – ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უამასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ბოლნისელებმა ანგარიში მე-16 წუთზე ირაკლი ჭიაბრიშვილის ავტოგოლით გახსნეს. „სიონის“ უპირატესობა მალე ივან ფოცხვერიამ გაზარდა. 24-ე წუთზე „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა გიორგი ომარაშვილმა სხვაობა შეამცირა და ტაიმი ბოლნისელებმა 2:1 მოიგეს.

სიონმა“ მეორე ტაიმი უფრო მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქის კარში კიდევ სამი გოლი გაიტანა – თავი გამოიჩინეს ძმებმა, ლუკა (53წთ) და ნიკა ხორხელებმა (55წთ), ხოლო საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ნიკა ღამბარაშვილმა დააფიქისრა და „სიონმა“ 5:1 გაიმარჯვა.

ელიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ „სიონმა“ 20 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დაწყების შემდეგ პირველად დააღწია თავი გავარდნის ზონას, „გაგრა“ (17 ქულა) მე-9 ადგილზე დააქვეითა, ხოლო „ლოკომოტივი“ 3 ქულით ბოლო, მე-19 ადგილზეა.