„სიონმა“ კონკურენტი დაამარცხა და ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა მარტვილში გაიმართა. ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, „მერანმა“ პირველი საშინაო მარცხი იწვნია – „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მარტვილელები გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ბოლნისის „სიონთან“ დამარცხდნენ.
ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე პოზიციაზე მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. პანდემიით გამოწვეული რეგულაციის გამო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივარი ტრიბუნას დაუბრუნდა.
„მერანისთვის“ მატჩი კარგად დაიწყო – მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: მე-10 წუთზე მარტვილელთა მთავარმა მეგოლემ, შეიკნე სილამ გადაცემა ჩაჭრა, მეკარე კოკა სეფიაშვილთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა – 1:0. ეს მალელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლია.
„მერანმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გათამაშების ლიდერმა „სიონმა“ მეორე ნახევარში უფრო დიდი ძალებით შეუტია და 77-ე წუთზე გიორგი კორიფაძის გადაცემის შემდეგ ლაშა ქოჩლაძემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მატჩის კომპენსირებულ დროში კი „მერანის“ კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც დათა სიჭინავამ ეფექტურად შეასრულა და „სიონმა“ 2:1 გაიმარჯვა.
6 ტურის შემდეგ ბოლნისელები უდანაკარგოდ, 18 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.
მე-6 ტურის დანარჩენი მატჩების განრიგი:
ოთხშაბათი, 7 აპრილი
ვიტ ჯორჯია-გარეჯი
14:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი
მერანი (თბ)-რუსთავი
15:00. სპაერის სტადიონი – თბილისი
ხუთშაბათი, 8 აპრილი
გაგრა-დინამო (ზგ)
13:00. ცენტრალური – კასპი