„სიონი“ ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება. ბოლნისელები ამხანაგურ შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლნისური გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს, 19 თებერვალს, ეროვნული ლიგის წარომადგენლის, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს.
„სიონი“ ეროვნული ლიგის პლეიოფში „სამტრედიასთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. ამის შემდეგ გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი საკადრო სიახლე მოხდა.
გუნდი ლიდერებმა და პერსპექტიულმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა დატოვეს. ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდნენ, ივა გელაშვილი – „საბურთალოში“ ითამაშებს, ხოლო ივანე ფოცხვერია და დავით ზურაბიანი კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებენ. ბოლო ცნობებით, ლევან ჟორდანიაც წავიდა და „გაგრაში“ ითამაშებს.
„სიონი“ მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გადის, სადაც კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.