დღეს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. „მიხეილ მესხი 2“-ზე ერთმანეთს აუსტაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები, უშუალო კონკურენტები ბოლნისის „სიონი“ და „სამტრედია“ შეხვდნენ.
ეს ისეთი შეხვედრა იყო, საფეხბურო სამყაროში ექვს ქულიანს რომ ეძახიან და დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მეცხრე წუთზე დავით კირკიტაძის და ალეკო კოშკაძის გოლებით „სიონი“ 2:0 დაააწინაურა. სხვაობის შემცირება ოლეგ მამასახლისს შეეძლო, მაგრამ პენალტზე მისი დარტყმული ბურთი მეკარე თორნიკე ზარქუამ მოიგერია და „სიონი“ გადაარჩინა.
„სამტრედიამ“ სხვაობა მაინც შეამცირა – 54-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ ზუსტად დაარტყა 2:1. გავიდა კიდევ 5 წუთი და მოედანზე ახლად შესულმა ვილი ისიანმა ახლოდან გაიტანა 3:1. სამტრედიელებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი ფანცულაიამ გოლად აქცია 3:2. საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე დაფიქსირდა: მეკარესთან პირისპირ ვილი ისიანი დარჩა და „სიონმა“ 4:2 მოიგო.
29-ე ტურში „სიონმა“ 24 ქულა დაააგროვა და მე-8 ადგილზეა. ბოლნისელებმა „სამტრედიას“ ისევ 6 ქულით გაასწრეს, “რუსთავთან“ ჩამორჩენა კი 5 ქულამდე შეამცირეს და ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ლიგაში ადგილის პირდაპირი წესით კი შენარჩუნების შანსი შეინარჩუნეს.