„სიონიდან“ აიკ-ში - ზაზა ციცქიშვილი შვედეთში ითამაშებს #1TVSPORT
„სიონიდან“ აიკ-ში - ზაზა ციცქიშვილი შვედეთში ითამაშებს #1TVSPORT

ზაზა ციცქიშვილი კარიერას შვედეთში გააგრძელებს – ბოლნისის „სიონის“ 26 წლის მარცხენა გარემარბი ოსკარშამნის აიკ-ში ითამაშებს. ინფრომაციასტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

ციცქიშვილი რუსთაველია და 2016-2019 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდის, „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. ორი სეზონი ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, ასევე ითამაშა „თელავში“, ყაზახურ „აქტობეში“, საქართველოში წელს დაბრუნდა, მაგრამ ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და შვედეთში გადავიდა.

1922 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი, ოსკარშამნის აიკ-ი ამჟამად თამაშობს სოდრა გოტალანდ ლიგაში, რომელიც შვედური ფეხბურთის მესამე დონეა.

გუნდმა ჯერ მხოლოდ ერთი ტური გამართა. გასულ სეზონში აიკ-ს ლიგიდან დაქვეითებაც დაემუქრა, მაგრამ პლეი ოფში გაიმარჯვა და ადგილი შეინარჩუნა. კლუბი საშინაო მატჩებს 2000-იან „ოსკარშამნის არენას“ ხელოვნურ მოედანზე თამაშობს.