ბოლნისის „სიონმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო – გუნდი შეკრებას თბილისში ატარებს და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „სიონის“ ღირსებას კვლავ დაიცავენ ლევან ისიანი, გიორგი უგრეხელიძე, მიხეილ ქოჩაკიძე, თემურ ბექაური, ნიკოლოზ ღამბარაშვილი და ოთარ ჯავაშვილი.
ბოლნისში დარჩნენ და ახალ სეზონშიც „სიონის“ ფორმას მოირგებენ ივანე ხაბელაშვილი და გოდერძი მაჩაიძე. გარდა ამისა, გუნდში ახალწვეულებიც არიან – თავდამსხმელი თორნიკე მუზაშვილი, ნახევარმცველი ირაკლი ჯანჯღავა და მცველი ზურაბ სეხნიაშვილი.
გუნდი გასულ სეზონში ეროვნული ლიგიდან გავარდა და ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, დაკომპლქტება კი ჯერ არ დასრულებულა – „სიონში“ რამდენიმე ფეხბურთელი გასინჯვაზეა, რომელთა საკითხიც შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება.