„სიონი“ შინ დამარცხდა, „გარეჯმა“ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ში 28-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი ბოლნისის „სიონი“ შინ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა დაამარცხა, ხოლო „გარეჯმა“ გასვლაზე მოგებით ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.
სიონი – ლოკომოტივი 0:1
თბილისელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ 31-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა სტუმრებმა მაინც მოიგეს. „ლოკომოტივს“ სამი ქულა 88-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, გიორგი გაბაძემ მოუტანა.
მერანი თბ – გარეჯი 1:2
ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში აუტსაიდერი „მერანი“ მე-6 წუთზე სერგი აბრამიშვილმა დააწინაურა. გათამაშების ლიდერმა „გარეჯმა“ ანგარიში 68-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის პენალტით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გავიდა – ბურთი საკუთარ კარში „მერანის“ მცველმა, თომა ხუბაშვილმა ჩაჭრა.
ეროვნული ლიგა 2 – სატურნირო ცხრილი
1. გარეჯი 61
2. ფოთის კოლხეთი 58
3. სპაერი 53
4. სიონი 46
5. დინამო-2 თბ 44
6. ხობის კოლხეთი 40
7. ვიტ ჯორჯია 33
8. ლოკომოტივი 26
9. მერანი მრ 21
10. მერანი თბ 12