ეროვნულ ლიგა2-ში 32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ლიდერებს შორის ქულათა ბალანსი ვერ შეცვალა.
გაგრა – რუსთავი 2:0
თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა. მე-6 წუთზე „გაგრამ“ ანგარიში გახსნა – ბურთი საკუთარ კარში „რუსთავის“ რუსმა ლეგიონერმა, ევგენი ბალიაიკინმა გახსნა. 45+1-ე წუთზე სტუმრებს მეორედ 17 წლის გიორგი გვიშიანმა გაუტანა, რომელიც საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელმაც ახლახანს ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.
გარეჯი – სიონი 0:1
ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლმა „გარეჯმა“ საგარეჯოში გათამაშების ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე პენალტით ბოლნისელთა ლიდერმა, დათა სიჭინავამ გაიტანა, რომელმაც პენალტი უნაკლოდ გამოიყენა, მიმდინარე სეზონში, ანგარშზე მე-15 გოლი ჩაიწერა და „სიონს“ კონკურენტთან უპირატესობა შეუნარჩუნა.
32-ე ტურის დარჩენილი მატჩების შედეგები:
ჩიხურა – დინამო ზგ 1:1
მერანი მრ – შევარდენი 3:1
ვიტ ჯორჯია – მერანი თბ 1:1
ეროვნული ლიგა 2
1. სიონი 32 72
2. გაგრა 32 69
3. მერანი მრ 32 58
4. გარეჯი 32 46
5. მერანი თბ 32 44
6. შევარდენი 32 40
7. დინამო ზგ 32 37
8. ჯორჯია 32 35
9. რუსთავი 32 33
10. ჩიხურა 32 10