ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებულმა ბოლნისის “სიონმა” მოსამზადებელ ეტაპზე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
ბოლნისელთა მეტოქე ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი “გაგრა” გახლდათ. მუხიანის სარაგბო კომპლექსში გამართული შეხვედრა “გაგრამ” ავტოგოლით მოიგო. ერთადერთი გოლი სანდრო გურეშიძემ საკუთარ კარში გაიტანა.
“სიონი”: ზარქუა, გიორბელიძე, გურეშიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, დათუნაიშვილი, ქიქავა, მიქაბერიძე, სიხარულია, ლეჟავა, დვალი;
“გაგრა”: შევჩუკი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, ზახარჩენკო, მაგრაქველიძე, სულთანიშვილი, ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი, გაბრიჩიძე, ლომსაძე, პაპავა