ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის “სიონი” სეზონს გახსნის. პირველი ტურში ბოლნისელები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ”საბურთალოს” შეხვდებიან – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნილები ახალი სეზონისთვის თბილისში მოემზადნენ. შენარჩუნდა გუნდის ძირითადი ბირთვი, თუმცა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ”სიონში” 8 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა.
ბოლნისელები ეროვნული ლიგა ერთში ახალი ფორმით ითამაშებენ. საფეხბურთო კლუბის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია SBM-მა გაიმარჯვა და ”სიონი” ესპანური კომპანა JOMA-ს ეკიპირებით შეიმოსა. ამ ეკიპირებით არაერთი კლუბი და 13 ეროვნული ნაკრები სარგებლობს – მათ შორის, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი.
წელს გუნდი ლოგოს ფერებში პირველად ითამაშებს: ”სიონი” საშინაო თამაშებს ყვითელი ფერის მაისურებით გამართავს, ხოლო გასვლით შეხვედრებს – თეთრში.