„სიონი“ და „დინამო 2“ გალიდერდნენ - დათა სიჭინავამ ისევ ჯარიმიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებმაც ლიდერი შეცვალა და საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. 5 შეხვედრაში 18 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 3,6 გოლი თამაშში.
„ლოკომოტივმა“ ისევ ვერ მოიგო. ამჯერად გუნდი შინ „რუსთავს“ დაუზავდა – 1:1. ანგარიში რუსთაველებმა 64-ე წუთზე მოჰამედ სილას დარტყმით გახსნეს. თბილისელებმა თამაში 90+6-ე წუთზე გადაარჩინეს. ლუკა წულუკიძის გადაცემით თავი დათო ბუკიამ გამოიჩინა.
„დინამო 2“-მა ლუკა ბუბუტეიშვილის დუბლით გასვლაზე ლიდერი „ვიტ ჯორჯია“ 2:1 დაამარცხა და დუშეთის „არაგვთან“ ერთად გალიდერდა, რომელიც შინ ხობის „კოლხეთს“ დაუზავდა – 3:3.
ბოლნისის „სიონმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა, თავი ასევე დათა სიჭინავამ და თემურ შონიამ გამოიჩინეს.
ეროვნული ლიგა 2, მეექვსე ტური
ლოკომოტივი – რუსთავი 1 : 1
სპაერი – შტურმი 0 : 0
ვიტ ჯორჯია – დინამო-2 თბ 1 : 2
გარეჯი – სიონი 3 : 4
არაგვი – ხობის კოლხეთი 3 : 3