ბულგარეთში დასრულებული სოფიას ღია პირველობის გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერი გახდა. მსოფლიო რეიტინგის 44-ე ჩოგანმა ფინალში კანადელი ვასეკ პოსპიშილი (74-ე ჩოგანი) სამ სეტში დაამარცხა.
პირველი სეტი იტალიელის სასარგებლოდ ანგარიშით 6:4 დასრულდა, მეორეში უფრო ძლიერი მისი მეტოქე აღმოჩნდა 3:6, მატჩის ბედი კი მესამე სეტში ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც სინერმა ანგარიშით 7:3 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ სოფიაში მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეშივე 149-ე ჩოგანთან, შვეიცარიელ მარკ-ანდრია ჰუსლერთან 3-სეტიან შეხვედრაში დამარცხდა (1:6 6:4 6:7).