სინდი კროსბი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიდის

17:48, 19.04.2019

პიტსბურგის კაპიტანი სიდნი კროსბი მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატში, რომელიც 10-26 მაისს სლოვაკეთში გაიმართება.

„კროსბი არ აპირებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას“, – წერს ი-ეს-პი-ენი (ESPN). – „მას სურს, მაქსიმალურად გამოიყენოს დასვენების შანსი. მას არ აქვს განსაკუთრებული ტრავმები, მაგრამ ასაკთან ერთად, უფრო მეტი დასვენება ესაჭიროება“.

წლევანდელ სეზონში 31 წლის კროსბიმ 82 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 101 ქულა (35+66) დააგროვა.

პლეი ოფში პიტსბურგმა 0:4 წააგო პირველი წრის სერია აილენდერსთან.

მსგავსი