ბენ სიმონსი NBA-ის ერთ-ერთი მოწინავე ახალგაზრდა ვარსკვლავია, მისი და ჯოელ ემბიდის დუეტი კი „ფილადელფიაში“ გამორჩეულია. ცნობილია ასევე ფაქტი, რომ ლებრონ ჯეიმსს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა კალათბურთელის თამაში და „ლეიკერსში“ გადასვლამდე „ფილადელიაში“ გადასვლას სწორედ ამ მოთამაშეების გამო განიხილავდა. თუმცა არის ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც სიმონსის ფანებს არც თუ ისე უნდა ახარებდეთ. 22 წლის გამთამაშებელი სამქულიან ტყორცნებს ფაქტობრივად არ ისვრის. გასულ სეზონში მან სულ 11 სამიანი ისროლა. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო ვიდეო გავრცელდა.