ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე შედგა. “ფილადელფიამ” საკუთარ “ველს ფარგო ცენტრში” “ინდიანას” უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით, 98-101 წააგო. “პეისერსმა” შეხვედრის პირველი ტაიმი 4 ქულიანი სხვაობით მოიგო, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. მესამე პერიოდი ფრედ დასრულდა. მეოთხეში კი “ფილამ” მეტოქეს მხოლოდ 1 ქულის სხვაობით აჯობა და საბოლოოდ მატჩი ინდიანას გამარჯვებით დასრულდა. სტუმართა რიგებში საუკეთესო მაელს ტერნერი გამოდგა, რომელმაც 25 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ტადეუშ იანგმა. ფილადელფიელთა შორის კი სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო ბენ სიმონსმა (10 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი). 29 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა მატჩი ჯოელ ემბიდმა. დარიო სარიჩის ანგარიშზე 18 ქულაა.
ვაშინგტონი – მინესოტა 111-116
ატლანტა – ოკლაჰომა 107-119
ბრუკლინი – ტორონტო 102-116
ნიუ იორკი – დალასი 97-110
ჩიკაგო – კლიპერსი 106-112
ნიუ ორლეანი – შარლოტი 119-115
სან ანტონიო – ორლანდო 108-72
იუტა – დეტროიტი 110-79
ფინიქსი – კლივლენდი 107-129
ლეიკერსი – დენვერი 112-103