რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის სუპერთასის მატჩზე ისაუბრა, სადაც რომაელები ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი 22 დეკემბერს, სუდის არაბეთში გაიმართება.
„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაში იქნება „იუვენტუსი“, ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიწევს დავუპირისპირდეთ გუნდს, რომელსაც ძალიან მაღალი კლასი აქვს, – ციტირებს სიმონე ინძაგის Football Italia. – ჩვენ ყველა შეძლო სიტუაციისთვის მოვემზადეთ.
მე ბიჭებს ვუთხარი, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბურთი დავიჭიროთ და ისე ვარბენინოთ „იუვენტუსი“, როგორც ჩვენ გვარბენინებენ ხოლმე, როცა ბურთი მათ აქვთ.
ყველამ ვიცით, კრიშტიანო რონალდო ჩემპიონია, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა ნებისმიერ წამს შეუძლია, მაგრამ არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც ყურადღებით ვაკვირდებით.
ქაღალდზე „იუვენტუსი“ ფავორიტია და თითქოს გამარჯვების ყველა შანსი აქვს, მაგრამ ჩვენ მოედანზე არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ უფლება გვაქვს, ამ საკითხზე საკუთარი აზრი გვქონდეს“.