სიმონე ინძაგი სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს #1TVSPORT
სიმონე ინძაგი სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ დამრიგებელი სიმონე ინძაგი იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

გასულ თვეში „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატში სამი თამაში ჩაატარა, ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო ორში გაიმარჯვა. მილანელებმა ექვსი გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში ორი მიიღეს.

ამჟამად „ნერაძურის“ 25 ქულა აქვს და სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილს 23 ქულით „იუვენტუსი“ იკავებს, მესამეზე კი „მილანია“ 22 ქულით.

სიმონე ინძაგიმ ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მოიპოვა. მისი გუნდი ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს სტუმრად „ატალანტასთან“ გამართავს.