სიმონა ჰალეპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
სიმონა ჰალეპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გამოაცხადა, რომ სრულად განიკურნა კორონავირუსისგან. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი ჩოგბურთელის COVID 19-ზე დადებითი ტესტის შესახებ.

„100 პროცენტით გამოვჯანმრთელდი“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ჰალეპმა.

წლევანდელ სეზონზე 29 წლის ჩოგბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა და 23 მოიგო. წელს მის ანგარიშზეა სამი ტიტული – დუბაიში, პრაღასა და რომში.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ როლან გაროსზე რუმინელი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მერვედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ უშანსოდ დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, პოლონელ იგა შვიონტეკთან.

ჰალეპი ერთეულებში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია.