სიმონა ჰალეპი ახალი რეიტინგის ტოპ-ოთხეულშია
სიმონა ჰალეპი ახალი რეიტინგის ტოპ-ოთხეულშია

ქალების რეიტინგის ტოპ-ათეულში უიმბლდონის შემდეგ უფრო მეტი ცვლილება მოხდა, ვიდრე მამაკაცთა კლასიფიკაციაში. ყველაზე დიდი წინსვლა ჰქონდა ჩემპიონ სიმონა ჰალეპმა – რუმინელმა სამი საფეხური მოიგო და მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ყველაზე დიდი ვარდნა კი შარშანდელ ჩემპიონს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს ჰქონდა, რომელმაც რვა ადგილი დაკარგა და მე-13 პოზიციაზეა.

ახალი ლიდერი ჰყავს წყვილთა რეიტინგს – ჩეხმა ბარბორა სტრიკოვამ მოიგო უიმბლდონი ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად და კარიერაში პირველად ჩაუდგა სათავეში დუეტების კლასიფიკაციას.

WTA. TOP10

1(1). ბარტი (ავსტრა) – 6 605

2(2). ოსაკა (იაპ) – 6 257

3(3). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 6 055

4(8). ჰალეპი (რუმინეთი) – 5 933

5(4). ბერტენსი (ჰოლანდია) – 5 130

6(6). კვიტოვა (ჩეხეთი) – 4 785

7(8). სვიტოლინა (უკრაინა) – 4 638

8(9). სტივენსი (აშშ) – 3 802

9(10). ს. უილიამსი (აშშ) – 3 411

10(11). საბალენკა (ბლრ) – 3 365