როგორც იცით, მადრიდში გამართული მერვედფინალური მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ატლეტიკო და ტურინის იუვენტუსი ხვდებოდნენ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დამცინავი ჟესტი გამოიყენა, რაზეც კრისტიანო რონალდომ, ტურინში მოგებული მატჩის შემდეგ, იგივე ჟესტითვე უპასუხა.
ამის შემდეგ, არც სიმეონე დარჩა ვალში და ისიც გამოეხმაურა პორტუგალიელის საპასუხო ქმედებას.
„ამაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ერთი რამის აღნიშვნა კი მინდა. შენ შეგიძლია ჩაერთო კრისტიანო რონალდოსთან ომში, მაგრამ იგი შემდეგ მარტოდ მარტო მოგიგებს. იგივეს გაკეთება შეუძლია მესისაც, თუმცა მას ბარსელონა სჭირდება, მარტო ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა სიმეონემ.