ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მეკარემ დევიდ სიმენმა ჟურნალისტებთან „მეთოფეების“ ვარსკვლავ აარონ რემზიზე ისაუბრა, რომელიც სეზონის დასრულების შემეგ „იუვენტუსში“ გადაბარგდება.
„უელსელი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. შესაძლოა ითქვას, რომ ფორმის პიკშია. იმასაც თამამად ვიტყვი, რომ მიმდინარე სეზონში იგი საუკეთესო ფეხბურთელია „არსენალის“ რიგებში.
თუმცა სამწუხაროა, რომ მას მომავალ წელს სხვა გუნდის მაისურით ვიხილავთ, განსაკუთრებით ისეთ კლუბის, რომელიც არსენალზე პატარაა“, – განაცხადა სიმენმა.