ბარსელონას სათადარიგო მეკარე იასპერ სილესენი ახალგაზრდა თანამემამულე მატიას დე ლიხტს კატალონიაში გადასვლას ურჩევს, თავად კი კლუბის დატოვებას აპირებს.
„დე ლიხტი ბარსელონაში? ვინ არ ისურვებდა აქ მოხვედრას? თუ მას ამის შანსი აქვს, ბარსაში უნდა გადმოვიდეს. რაც შემეხება მე, სეზონის შემდეგ შვებულებაში გავალ, ამის მერე კი ახალი გუნდის ძებნას დავიწყებ. მეტი სათამაშო დრო მჭირდება“, – ციტირებს სილესენის სიტყვებს ესპანური გამოცემა მარკა.