ლატვიაში, „ლიეპაიას“ ქართველმა ლეგიონერებმა გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მათმა გუნდმა „ვალმიერა“ 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა შემტევმა, ლუკა სილაგაძემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
„ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში სილაგაძის (გუნდის კაპიტანი) გარდა, რატი არდაზიშვილი, გიორგი კუცია და ვაჟა ფაცაცია ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, ხოლო ანდრია ხორხელი სათადარიგოთა შორის დარჩა.
ლატვიის ჩემპიონატში “ლიეპაიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.