სილაგაძემ ლატვიაში სეზონი გოლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა სილაგაძემ ვირსლიგის სეზონის ბოლო ტურში „რიგასთან“ ეეფქტური გოლი გაიტანა, მაგრამ „რიგას ფოტბოლა სკოლა“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:2.

ლატვიის ჩემპიონატის 36-ე ტურამდე „რიგას ფოტბოლა სკოლამ“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, კონკურენტ „რიგას“ 6 ქულით გადასწრო და ფინიშზე წაგების მიუხედავად, ჩემპიონის ტუტული მოიპოვა.

ჩემპიონის რანგში რფს-მ დედაქალაქური დერბი წააგო. სილაგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა, ხოლო ოდიშარია სათადარიგო იყო და არ უთამაშია. მე-12 წუთზე „რიგა“ იურკოვსკისის ფოლით დაწინაურად, ხოლო გამარჯვება 90+3-ე წუთზე რეგინალდო რამირესის გამოყენებული პენალტით მოიპოვა. სილაგაძემ თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც საჯარიმო ეფექტურად შეასრულა.

„რიგას ფოტბოლა სკოლამ“ 90 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა და ახალ ევროსეზონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. რაც შეეხება ქართველების მონაგარს – ოდიშარიას ანგარიშზე 24 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ხოლო სილაგაძის ანგარიშზე 9 შეხვედრაში 1-1 გოლი და ასისტია.