სიხარულიძე და ორი ქართველი "რიგასიდან" წამოვიდნენ - ეროვნული ლიგის ყოფილი ბომბარდირი დაბრუნებას არ გამორიცხავს
სიხარულიძე და ორი ქართველი "რიგასიდან" წამოვიდნენ - ეროვნული ლიგის ყოფილი ბომბარდირი დაბრუნებას არ გამორიცხავს

ირაკლი სიხარულიძემ, ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა „რიგასი“ დატოვეს და ახალ გუნდებს ეძებენ.

ინფორმაცია ლატვიიდან წამოსვლის შესახებ პირველ არხს ირაკლი სიხარულიძემ დაუდასტურა.

„ლატვიურ გუნდთან ხელშეკრულება ოფიონის წესით, 0,5+1 წლით მქონდა გაფორმებულიდა და პირველი ნახევარი რომ დამთავრდა, აღარ გავაგრძელე და ურთიერთიერთშეთანხმებით წამოვედი“ – ამბობს პირველ არხთან ირაკლი სიხარულიძე.

მისი თქმით, ჯერ ახალ კლუბში გადასვლა არ გადაუწყვეტია: „არის ვარიანტები, მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადებით არავინ დამკავშირებია. საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ. სიამოვნებით დავთანხმდები, თუ ნორმალური წინადადება მექნება“.

ლატვიურ გუნდში კიდევ სამი ქართველი ირიცხებოდა და ახლა მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა: „შერგელაშვილს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და გაგრძელება აღარ ისურვა, ხოლო სანდოხაძე იჯარის გამო ძველ კლუბს, ლვოვის „კარპატის“ დაუბრუნდა. ერთად-ერთი ბექა ვაჩიბერაძეა, რომელიც „რიგასში“ დარჩა, რადგან კონტრაქტი აკავშირებს. არადა, დიდი პოტენციალი აქვს და ბევრად უკეთეს ლიგაში თამაშს იმსახურებს“.

ირაკლი სიხარულიძე „რიგასს“ ჩეხური „სლოვაცკოდან“ შეუერთდა, სადაც კარიერა არ აეწყო. ევროპამდე 28 წლის თავდამსხმელი თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა და 2017 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.