სიგურდსონი ყველაზე შედეგიანი ისლანდიელია პრემიერლიგის ისტორიაში
„ევერტონისა“ და ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ისლანდიელი ფეხბურთელი გახდა.
მან „კარდიფის“ წინააღმდეგ მატჩში გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ინგლისის ჩემპიონატში 56 გოლი დაუგროვდა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილ ფეხბურთელს ეიდურ გუდიონსენს (55 გოლი).
სიგურდსონი „ევერტონში“ 2017 წელს, „სუონსიდან“ გადავიდა 49 მილიონ ევროდ.
წლევანდელ სეზონში ისლანდიელმა 28 მატჩი ჩაატარა „ევერტონში“, გაიტანა ცხრა გოლი და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.