სიჭინავამ „ალექსანდრიას“ გაუტანა - ქართველი გუნდის ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT
13:02, 22.03.2021
ნიკა სიჭინავამ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა – „ინგულეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის მე-19 ტურში „ალექსანდრიასთან“ გამოიჩინა თავი და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ინგულეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბრძოლა ხისტი გამოდგა და მეტოქეებმა შვიდი ყვითელი ბარათი მიიღეს, მაგრამ თამაში უფერული გამოდგა და 90 წუთის განმავლობაში კარში მხოლოდ ხუთჯერ დაარტყეს.
მასპინძლებმა მატჩში ერთადერთი გოლი შესვენებამდე გაიტანეს. 45+2 წუთზე, ნიკა სიჭინავა საჯარიმოში გაიხსნა და ზუსტი თავური დარტყმით „ალექსანდრიას“ კარი აიღო. ნიკას თავის გამოჩენა მანამდეც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა. სხვათა შორის, მისი თანაგუნდელი მიჰაილოშიშკაა, რომელიც „დინამო თბილისსა“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა.
უკრაინის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვებამ „ინგულეცს“ მე-9 ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა. სიჭინავამ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, პრემიერლიგის მეგოლეებში კი ათეულს მიუახლოვდა.