„დინამო თბილისი“ თურქეთში შეკრებაზე იმყოფება და ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.
გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს – გუნდის მეტოქე ბულგარეთის პროფესიული ლიგის წარმომადგენელი „არდა“ გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.30 საათზე დაიწყება
– შეხვედრის რეპორტაჟი იგეგმება გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იგეგმება.
შეკრებაზე თბილისელებთან ერთად უკრაინელმა ფლანგის მცველმა ივან ტრუბოჩკინმა ივარჯიშა. სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ აღზრდილია და ბოლოს დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას იცავდა. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდი სინჯებზე მყოფმა იგორ ჩუკოვიჩმა დატოვა.
გუნდში ფინანსური კუთხით საინტერესო სიახლეა – „დინამოსა“ და „ოტო მოტორსს“ შორის ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი აქტივობა და სიახლე იგეგმება.