ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ გამოცხადდა „ტორონტოს“ ფორვარდი პასკალ სიაკამი. კანადულმა კლუბმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. სიაკამი ამ თამაშები საშუალოდ 20.0 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა. “ტორონტო” 12 მოგებითა და ერთი წაგებით ლიდერობს მთლიანად ლიგას.
დასავლეთი კონფერენციის ლაურეატია „პორტლენდის“ მცველი სი ჯეი მაკოლუმი. „ბლეიზერსმაც“ გასულ კვირას სამიდან სამი მატჩში მოიგო და ამაში მაკოლუმის წვლილი იყო – 25.7 ქულა, 4.3 მოხსნა და 3.0 შედეგიანი პასი. „პორტლენდი“ 10 მოგებითა და 3 წაგებით მეორეა დასავლეთ კონფერენციაში.