შვიდი მოთამაშე ჩემპიონიდან - ტრადიციულ დაჯილდოებაზე ელიგის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს #1TVSPORT
შვიდი მოთამაშე ჩემპიონიდან - ტრადიციულ დაჯილდოებაზე ელიგის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების („ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“) და ვებგვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (ბათუმის დინამო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე (ბათუმის დინამო), მამუკა კობახიძე (ბათუმის დინამო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ბათუმის დინამო)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (გორის დილა), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის დილა), სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (ბათუმის დინამო), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო)

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში ჩემპიონი ბათუმის „დინამოდან“ 7 მოთამაშე მოხვდა, ხოლო 2-2 „დინამო თბილისიდან“ და გორის „დილადან“.