შვიდბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ „ტორინოს“ მწვრთნელი ბოდიშს იხდის (ვიდეო)
„ატალანტასგან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ გუნდი მატჩიდან პირდაპირ ბაზაზე ბრუნდება, რათა მომხდარი გადაახარშოს და სამომავლო გეგმები დასახოს.
მატჩი, რომელიც ტორინოს საშინაო არენაზე გაიმართა, ბერგამოელების გაარჯვებით, 0-7 დასრულდა.
იოსიპ ილიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მათ შორის საოცარი ჯარიმა თითქმის მოედნის ცენტრიდან, ამას დუბლი მურიელმა დაუმატა, თითო გოლი კი გოსენსმა და ზაპატამ ჩაიწერეს აქტივში.
გარდა ამისა, მსაჯმა ტორინოს ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან – არმანდო იცო და საშა ლუკიჩი.
ამ მოგების შემდეგ ატალანტა ქულებით რომას გაუთანაბრდა (38) და დედაქალაქურ კლუბთან მეოთხე ადგილს იყოფს, ტორინო კი 27 ქულით მე-10 ადგილზეა.