შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა მოახლოებული ევრო 2024-ისთვის გუნდის საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
თავდაპირველად იაკინს შეკრებაზე 38 ფეხბურთელი ჰყავდა მიწვეული და სია ეტაპობრივად შეამცირა. შვეიცარიელები კონტინენტის პირველობაზე A ჯგუფში გერმანიასთან, შოტლანდიასა და უნგრეთთან ერთად ითამაშებენ.
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: იან ზომერი (ინტერი), ივონ მვოგო (ლორიენი), გრეგორ კობელი (დორტმუნდი).
მცველები: სილვან ვიდმერი (მაინცი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი), რიკარდო როდრიგესი (ტორინო), სედრიკ ზესიგერი (ვოლფსბურგი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), ლეონინას სტერგიუ (შტუტგარტი).
ნახევარმცველები: რემო ფროილერი (ბოლონია), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), მიხელ ებიშერი (ბოლონია), შერდან შაჩირი (ჩიკაგო), ვინსენ სიერო (ტულუზი), სტივე ცუბერი (აეკ), არდონ იაშარი (ლუცერნი), ფაბინ რიდერი (რენი).
თავდამსხმელები: ზეკი ამდუნი (ბარნლი), ნოა ოკაფორი (მილანი), რენატო სტეფენი (ლუგანო), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი), დან ნდოიე (ბოლონია), კვადვო დუა (ლუდოგორეცი), ბრილ ემბოლო (მონაკო), ანდი ზექირი (გენკი).