შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის 70 წლის პრეზიდენტს დომინიკ ბლანს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ბლანმა ტესტი დღეს ჩააბარა და დადებითი პასუხი მიიღო. ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ახლა თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და გრიპის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები მაქვს“ – ამბობს შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ბერნში მათი შტაბ-ბინა დახურულია, თანამშრომლები კი, რომლებსაც ბლანკთან ურთიერთობა ჰქონდათ სამედიცინო შემოწმებას გადიან.
3 მარტს ეუეფა-ს შეკრებაზე დომინიკ ბლანიც იმყოფებოდა და ორგანიზაციის წევრებს ტურნირების სასწრაფო შეჩერებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარია არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შიდა ჩემპიონატი კორონავირუსის საფრთხის გამო შეაჩერა.