შვედური მედია ქართველებს წესის დარღვევას აბრალებს, სანიოლი კი ამტკიცებს, რომ ხიზანიშვილი ამ დროს საოპერო მუსიკას უსმენდა #1TVSPORT 
შვედური მედია ქართველებს წესის დარღვევას აბრალებს, სანიოლი კი ამტკიცებს, რომ ხიზანიშვილი ამ დროს საოპერო მუსიკას უსმენდა #1TVSPORT 

შვედური მედია ეროვნული გუნდის საქართველოს ნაკრებთან წაგებით აღშფოთებულია – ამავე დროს, „ჯვაროსნების“ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს არსებული წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შვედური გამოცემა „აფტონბლადეტი“ წერილს აქვეყნებს –„საქართველოს მწვრთნელი ოპერას უსმენდა, მაგრამ სანიოლმა, შეიძლება, წესები დაარღვია“

„ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩში დისკვალიფიცირებული იყო. შვედეთის ნაკრების მენეჯერის შტეფან პეტერსონის თქმით, მას მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე მსხდომებთან ურთიერთობის უფლება არ ჰქონდა.

– თუმცა, სანიოლის ასისტენტს, ზურაბ ხიზანიშვილს, რომელიც შვედეთთან საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვების დროს მის ადგილზე იყო, მთელი მატჩის განმავლობაში ყურსასმენი ეკეთა. ფრანგ მწვრთნელს კი მასთან კავშირი ჰქონდა. ​თუმცა, სანიოლი ამტკიცებდა, რომ ამ დროს ხიზანიშვილი საოპერო მუსიკას უსმენდა: „ტრიბუნებზე ვიჯექი და ისეთი ძლიერი ხმა მაქვს, ფეხბურთელებს ეს ტრიბუნიდან ესმოდათ. ჩემი შვილებიც ამბობენ, რომ ძალიან ძლიერი ხმა მაქვს“.

Sportbladet-მა პეტერსონს აცნობა, რომ სანიოლი სათადაროგოთა სკამზე მსხდომებს ეკონტაქტებოდა. საინტერესო იყო მისი პასუხი: „ვიცი, რომ კომუნიკაცია ასეთ დროს აკრძალულია, მაგრამ ახლა ეს აქტუალური არ არის. ჩვენ ახლა მთლიანად ესპანეთზე ვართ გადართულები“.