შვედეთში შესაძლოა პროფესიული კრივი აკრძალონ. სკანდინავიელებს მიაჩნიათ, რომ ეს სპორტი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს შვედეთის შრომის დაცვის სააგენტო. ორგანიზაცია ამგვარი ინიციატივით მოკრივე ერიკ სკოგლუნდის ინციდენტის შემდეგ გამოვიდა.
სკოგლუნდმა დეკემბერში სპარინგის დროს თავის ქალის დახურული ტრავმა მიიღო. მოკრივეს ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც, ის კომაში ჩავარდა. სკოგლუნდის გადარჩენა მოხერხდა და ახლა ის რეაბილიტაციას გადის.
კრივის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას დეტალური გამოძიებისა და ინციდენტის განხილვის შემდეგ მიიღებენ.