შვედეთი 11-გზის ჩემპიონია
შვედეთი 11-გზის ჩემპიონია

დანიაში დასრულდა ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგო შვედეთის ნაკრებმა. სკანდინავებმა შარშანდელ ფინალში ბულიტების სერიაში დაამარცხეს კანადა, ახლა კი ასევე ბულიტებში მოუგეს ტურნირის მთავარ სენსაციას – შვეიცარიის ნაკრებს, რომელმაც პლეი ოფში ფინეთსა და კანადას სძლია.

ფინალში შვეიცარია ორჯერ უგებდა შვედეთს, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და ბულიტებში 1:2 წააგო. ეს იყო 2013 წლის ფინალის გამეორება და მაშინაც შვედეთმა შეძლო შვეიცარიის დამარცხება.
შვედებისთვის ეს არის მე-11 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, შვეიცარიამ კი მესამედ მოიგო ვერცხლი. ეს გუნდი ჩემპიონი არასოდეს ყოფილა.
ფინალის შემდეგ, დასახელდა ამპლუების მიხედვით საუკეთესო მოთამაშეები:

მეკარე – ფრედერიკ ანდერსენი (დანია)
მცველი – იონ კლინგბერგი (შვედეთი)
ფორვარდი – სებასტიან აჰო (ფინეთი)
ასევე შეადგინეს ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეული:
ანდერს ნილსონი (შვედეთი); ადამ ლარსონი (შვედეთი) – ოლივერ ეკმან-ლარსონი (შვედეთი); რიკარდ რაკელი (შვედეთი) – პატრიკ კეინი (აშშ) – სებასტიან აჰო (ფინეთი).
ჩემპიონატის MVP გახდა პატრიკ კეინი. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიცაა 12 ქულით (8+12).

შვედეთი-შვეიცარია 3:2 (ბ)

1:1, 1:1, 0:0, 0:0, 2:1
გოლები: 0:1 ნიდერაიტერი-4 (იოზი-2, ფიალა-4), 1:1 ნიკუისტი-4 (ეკჰოლმი-2), 1:2 მაიერი-2 (კორვი-5, იოზი-3), 2:2 ზიბანეჯადი-6 (ეკმან-ლარსონი-5).
ბულიტები გაიტანეს: ანდრიგეტო (შვეიცარია), ეკმან-ლარსონი (შვედეთი), ფორსბერგი (შვედეთი).