შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 25 მარტს, სტოკჰოლმში დაუპირისპირდებიან.
წლის სადებიუტო მატჩს „ჯვაროსნები“ ახალი ფორმით ჩაატარებენ, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი მოკლე სტატუსით ავრცელებს – „ჩვენი ახალი სათამაშო ფორმა“.
საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც წინა შესარჩევ ციკლში, კვლავ გერმანული სპორტული ბრენდის, „ადიდასის“ ფორმით ითამაშებს, მაგრამ განსხვავებული დიზაინის მაისურები და ფორმები იქნება.
შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.