შვედების სკაუტი გუნდს მიმართავს - უფრთხილდით ქართველების ხაფანგს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად შვედეთის ნაკრები საქართველოსთან გამარჯვებას გეგმავს.
სკაუტი ლასე
იაკობსონი გუნდის წევრებს აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან ქართველები ხაფანგს
დაუგებენ.
„მათ იციან, მოწინააღმდეგეები როგორ შემოიტყუონ. შვედეთმა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მარტში 1:0 ვიქტორ კლაესონის გოლით დაამარცხა. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველო ესპანეთთან 56-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა. ესპანელებმა ანგარიში მხოლოდ ამის მერე გაათანაბრეს და შემდეგ დამატებით დროში გამარჯვების გოლი გაიტანეს. საგაზაფხულო შესარჩევი ეტაპი კი საბერძნეთთან გასვლაზე ქულით დაასრულეს. მათ სამი თამაში წააგეს შემოდგომაზე კოსოვოსთან სტუმრად პირველ გამარჯვებამდე. ვფიქრობ, ისინი უკეთესები იყვნენ გაზაფხულზე, ვიდრე შემოდგომაზე“, – ამბობს შვედების ნაკრების სკაუტი ლასე იაკობსონი.
თუმცა, ის აცხადებს, რომ მათი ნაკრები იოლ მატჩს არ უნდა ელოდოს.
„საქართველოში ჩასვლა ყოველთვის რთული იყო და ფეხბურთელებს ამიტომ ვაფრთხილებ. ქართველები უკიდურესად ამტანები არიან და ბევრსაც გაბედავენ. ისინი მოთმინებით არიან და იციან როგორ მოიტყუონ მოწინააღმდეგეები. როდესაც პრესინგის დროს უტევ და მოთმინებას კარგავ, ისინი ხშირად წარმატებას აღწევენ პასით ოსტატური თამაშის წყალობით. ისინი უკანა ხაზსა და ნახევარდაცვას შორის ხვრელს პოულობენ და შემდეგ ფლანგებიდან უტევენ, სადაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მომენტებში უმრავლესობას სწორედ ისინი ქმნიან“.
იაკობსონი შვედებს აფრთხილებს, რომ ყურადღებით ითამაშონ უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.
„ის უკიდურესად ფეთქებადია. კვარაცხელიამ ბოლო დროს ყველა საკვალიფიკაციო მატჩი ჩაატარა“.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები პირველივე წუთებიდან შეუტევს.
„ველი, რომ საქართველო მატჩის დასაწყისში შვედეთს ძლიერად შეუტევს. წინა მატჩებში პირველი 15 წუთი მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იყო. მაგრამ შემდეგ ამ ზეწოლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. საქართველოს ნაკრებში რაიმე თვალსაჩინო სისუსტეს ვერ ვხედავ. მაგრამ არის რაღაცები მათ დაცვაში, რაც შეგიძლია გამოვიყენოთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მათი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დისკვალიფიცირებულია და მიღებული ორი გაფრთხილების გამო გუნდის სათადარიგოთა სკამზე არ იქნება“.