შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების ჩავარდნა გვარდიოლას დააბრალა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა დაასახელა ეროვნული გუნდის ჩავარდნის მიზეზები.
„მე ვფიქრობ, ბევრი ცვლილება მოხდა. როცა გვარდიოლა მიუნხენის „ბაიერნში“ მწვრთნელად მივიდა, ყველამ მიიჩნია, რომ ჩვენ მოკლე პასებით უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. თანდათან ვკარგავდით საკუთარ ღირებულებებს. ვფიქრობ, სხვა ქვეყნების დიდი ნაწილი გერმანიას უყურებდა, როგორც მებრძოლს, რომელსაც ბოლომდე სირბილი და ბრძოლა შეეძლო. ბოლო შვიდ-რვა წელიწადში დავივიწყეთ ჩვენი ძლიერი მხარეები. ახლა უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული, რომ ლამაზი პასები გავაკეთოთ. ეს არის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი“, – მოჰყავს შვაინშტაიგერის სიტყვები talkSPORT-ს.
მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, 2023 წელს კი მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.