შურთ და ამიტომ ბომბავენ - უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელმა განადგურებულ მარიუპოლზე ისაუბრა #1TVSPORT
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის გააფთრებული დაბომბვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზეზი ელემენტარულად შურია.
„მარიუპოლი მახსოვს ოცი წლის წინ რას ჰგავდა. რაც ვნახე სამი თვის წინ, ეს ორი განსხვავებული ქალაქია. ისინი (რუსები) ხედავენ, რომ ქალაქი, რომელიც მათ მმართველობაში არ იყო, აყვავდა. მათ ხელში კი ლუგანსკი ჩაკვდა, ისევე როგორც – დონეცკი. რა თქმა უნდა, ეს მათ აღიზიანებდათ. ამიტომაც ბომბავენ ახლა მარიუპოლს ასეთი სიძულვილით“, – განაცხადა მარკევიჩმა იუთუბ-არხ pressing-თან ვრცელ ინტერვიუში.
მირონ მარკევიჩი უკრაინელი ფეხბურთელია, რომელიც კარიერის შემდეგ წარმატებული მწვრთნელი გახდა. ის პირველი და ერთადერთი უკრაინელი მწვრთნელი, რომელმაც დამოუკიდებლობის პერიოდში უკრაინული საფეხბურთო კლუბი ევროთასის ფინალამდე მიიყვანა – 2015 წელს დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ ევროპალიგის ფინალში „სევილიასთან“ ითამაშა, რომლის შემადგენლობაშიც ჯაბა კანკავამ გამოდიოდა. მანამდე, 2012 წელს კი ხარკოვის „მეტალისტი“ ევროპალიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
მირონ მარკევიჩი 2010 წელს იყო უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. უკრაინის პრემიერ ლიგის რეკორდსმენია მთავარი მწვრთნელის რანგში თამაშების რაოდენობით. 2016 წლის ივლისიდან 2021 წლის აგვისტომდე – უკრაინის ფედერაციაში ეროვნული გუნდების კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. ინახავს საბავშვო საფეხბურთო სკოლას და არის საფეხბურთო კლუბ „რუხის“ ერთ-ერთი კურატორი.