„შუქურასა“ და „დილას“ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო #1TVSPORT
„შუქურასა“ და „დილას“ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის პირველი შეხვედრა ქობულეთის „შუქურასა“ და გორის „დილას“ შორის არ გაიმართა.

მატჩი ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე უნდა ჩატარებული. ორივე გუნდმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ, მაგრამ დაპირისპირების დაწყება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

უხვი ნალექის გამო მოედნის საფარი მძიმე მდგომარეობაში იყო, ბურთი არ მოძრაობდა. მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა ასეთ პირობებში ასპარეზობა მიზანშეუწონლად ჩათვალა.

ქობულეთის „შუქურას“ პრესსამსახურის ცნობით, „დილასთან“ ეს დაპირისპირება ხვალ, 15 მაისს, ისევ ანგისას ბაზაზე 17:00 საათზე შედგება.