„შუქურამ“რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა -  ახალმა მწვრთნელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
„შუქურამ“რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა - ახალმა მწვრთნელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი რევაზ ძოძუაშვილმა ჩაიბარა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ესპანელ სპეციალისტთან, კარლოს გონსალეს აროსთან კონტრაქტი გაწყდა. „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რევაზ ძოძუაშვილი დათანხმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ამავე დროს, დაზუსტებულია, რომ ძოძუაშვილთან „შუქურამ“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მისი პირველი ასისტენტი „შუქურა 2“-ის მწვრთნელი, მარეკ შეველიოვი იქნება. რევაზ ძოძუაშვილმა გუნდი თბილისში უკვე შეკრიბა და გაცნობითი ხასიათის ვარჯიში ჩაატარა.

კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გამოცდილი სპეციალისტი ახალ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს: „რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით „შუქურა“ შეეცდება, შეწყვიტოს წარუმატებელი სერია და დაიწყება საფუძვლის ჩაყრა ახალი გუნდის შესაქმნელად, რომელიც მომავალი სეზონისთვის მაქსიმალურ მიზნებს დაისახავს“.