ქობულეთის „შუქურამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – გუნდში საკმაოდ დიდი სიხალეებია.
გუნდის დირეტორმა ირაკლი ბერიძემ ახალწვეულთა პრეზენტაციაზე სრული გუნდი – 11 ახალი ფეხბურთელი წარადგინა, მათგან შვიდი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის გუნდებში გამოდიოდა.
2020 წლის საფეხბურთო სეზონისთვის გუნდში ჩაირიცხნენ ირაკლი კომახიძე, საბა ჯინჭარაძე, დავით ჯიქია (სამივე – თბილისის „ლოკომოტივიდან“), დიმიტრი ტატნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი (ორივე – ბოლნისის „სიონიდან“), გიორგი ჯანელიძე, გურამ ადამაძე (ორივე – ბათუმის „დინამოდან“), იმედა აშორდია („ცხინვალი“), გაბრიელ თებიძე (ლანჩხუთის „გურია“), ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა (მარტვილის „მერანი“), ტაფარელი („სან პაოლო“).
„შუქურა“ რვა ფეხბურთელმა დატოვა – კონტრაქტი ამოეწურათ და კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ ამირან აბუსელიძე, ომარ ბულუხაძე, ოთარ მუხულიშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, შალვა სანაშვილი, გიორგი ჭანუყვაძე, ბესიკ მურუსიძე და ერეკლე ლებანიძე.