„შუქურამ“ მუჯირი დაიმატა
„შუქურამ“ მუჯირი დაიმატა

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგისთვის ემზადება და გუნდის დაკომპლექტებას აქტიურად განაგრძობს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქობულეთელებმა შემადგენლობა, ამჟამად, 21 წლის დავით მუჯირი-უმცროსით გააძლიერეს.

მუჯირი პოზიციით თავდამსხმელია და ქობულეთელთა რიგებში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, რომელსაც 21 წლის მოთამაშის ტრანსფერი ეკუთვნის. ახალგაზრდა თავდამსხმელი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, სადაც 2014-2015 წლებში ირიცხებოდა.

ამპლუით ნახევარმცველი „საბურთალოს“ ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, შემდეგ კარიერა თურქულ „ანტალიასფორში“ გააგრძელა, რომლის მაისურით თურქეთის სუპერლიგის 19 წლამდე ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. კლუბიდან წამოსვლის შემდეგ, მუჯირი მოლდოვურშერიფში“ გადავიდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.

ეროვნულ ლიგაში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში 2019 წელს გამოჩნდა, ხოლო 2020 წლიდან საჩხერის „ჩიხურაში“ გადავიდა, სადაც 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. დავით მუჯირი-უმცროსი სფფ-ის გენერალური მდივნისა და ვეტერანი ფეხბურთელის, დავით მუჯირის შვილია.