ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული ქობულეთის „შუქურა“ სეზონისთვის თურქეთში მოემზადება.
გუნდის პრეზიდენტის, რევაზ ჩელებაძის თქმით, ქობულეთელები მეზობელ ქვეყანაში 10 თებერვალს გაემგზავრებიან და შეკრებას 23 თებერვალს დაასრულებენ.
თურქეთში ”შუქურა“ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 13 თებერვლას ყაზახურ ”აქტობეს” შეხვდება, 15 თებერვალს უკრაინულ ”კოლოსს”, 21 თებერვალს – სერბულ ”ნოვი სადს”, ხოლო 23-ში – რუსულ ”ანჟის”.
გუნდს ცნობით, ამ შეკრების შემდეგ გაირკვევა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელიც გუნდში დარჩებიან. შეკრებაზე წამსვლელთა სიას კი კლუბის ოფიციალურ გვერდზე უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.